ბრიტანული კლუბის „ბოლტონ უონდერერსის“ ფეხბურთელები 48 საათის განმავლობაში არ ივარჯიშებენ. ამის შესახებ BBC Sport-ი წერს.
სპორტსმენების გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კლუბის თანამშრომლებს უკვე მეორე თვეა ხელფასი არ აუღიათ. კუთვნილი თანხა არც ფეხბურთელებს გადაუხადეს.
მედიის ცნობით, ხელფასების დაგვიანება კლუბის მფლობელის შესაძლო შეცვლას და ვალებს უკავშირდება, რომელიც 1,2 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.