„ბატონი ზვიადი გროზნოდან მოტყუებით არ ჩამოუყვანიათ, იგი თავშეწირული იყო და ითხოვდა ადამიანებს, რომელთაც გროზნოდან უნდა ჩაეყვანათ საქართველოში“

„ბატონი ზვიადი გროზნოდან მოტყუებით არ ჩამოუყვანიათ, იგი თავშეწირული იყო და ითხოვდა ადამიანებს, რომელთაც გროზნოდან უნდა ჩაეყვანათ საქართველოში“

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 7 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიასთვის მოიცალეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის პატივისმიგებას ხელისუფალნი ერთმანეთს ასწრებენ. რისთვის სჭირდებათ ზვიად გამსახურდიას ფაქტორი და რამდენად მაღლა დგას პოლიტიკოსთა მერკანტილურ ინტერესებზე ზვიად გამსახურდიას სახელი, ამის შესახებ For.ge-ს ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე, უზაენაესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, დევნილობაში ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი რუსეთში თენგიზ ჩაჩავა ესაუბრა.

თენგიზ ჩაჩავა: მე ამაში ვხედავ ერთდერთს, ზვიადის ფაქტორი სჭირდებათ, რადგან ძალიან ცუდად აქვთ საქმე და უნდათ ელექტორატის, ანუ ბატონი ზვიადის მომხრეების გადაბირება. მით უფრო, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატად.

ზოგიერთები ხუმრობენ, რომ სანდრა ღომს გააკეთებს, მეგრულნანასიმღერებს და მეგრელების გულიც მოგებული აქვს. ასე ძლიერად აქვთნაციონალებსსაყრდენი სამეგრელოში, რომ მეგრელებსნაციონალებისნოსტალგია ჰქონდეთ, რომლის სახელსაც არაერთი ტრაგედია უკავშირდება? რა შეცდომები დაუშვაქართულმა ოცნებამთუნდაც სამეგრელოსთან მიმართებით?

- „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, მთავარი შეცდომაა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

ყველაფერს, რასაც ისტორიული პიროვნებები აკეთებენ, მომხრებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც და ორმაგი სტანდარტი გასაკვირი არ არის, მაგრამ თქვენთვის მაინც რა იყო ღირებული ზვიადის პერსონაში?

- ეს ადამიანი თავშეწირული იყო თავისი ქვეყნისთვის, თავი გაწირა იმისთვის, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. ბავშვობიდან იბრძოდა ამისთვის. მოუპოვა კიდეც საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი სისხლის გარეშე, იმხელა იმპერიას დააღწია თავი არჩევნების გზით.

ალბათ, აქ მერაბ კოსტავას სახელიც უნდა ვახსენოთ, რადგან ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ამ სულიერ ძმებს ერთმანეთს ხელოვნურად აშორებენ.

- გეთანხმებით, ეგ ზუსტად კგბ-ს მეთოდია, იმიტომაც მოკლეს ბატონი მერაბი, რომ დაეშორებინათ ბატონი ზვიადისგან. ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ.

თავის დროზე, ჩვენთან საუბრისას ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთმა თანამოაზრემ მისი ცხოვრების ყველაზე დრამატული პასაჟი გაიხსენა, როცა კიტოვანსა და იოსელიანთან დაპირისპირებისას ზვიადი მონასტერში ლოცულობდა ქვეყანაში სიმშვიდის აღდგენისთვის. თქვენთვის თუ არსებობს ერთი რომელიმე გამორჩეული ეპიზოდი, ცოცხალი კადრი, რომლითაც ზვიადი დაგამახსოვრდათ?

- შემიძლია გავიხსენო ერთი დეტალი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ მე დამნიშნა რუსეთში ელჩად გროზნოდან, მაშინ თითქოს გაჩნდა შესაძლებლობა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებდნენ), რომ უნდა შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ან მის მოადგილეს. რასაკვირველია, მე მაშინვე დავურეკე ბატონ ზვიადს, ჩავედი გროზნოში და ვისაუბრეთ, ჩვენი საუბრის თემა იყო ვარაუდი, თუ რას მოითხოვდნენ რუსები ჩვენგან. პირველი, ეს იყო დსთ-ში შესვლა, რაზეც ბატონმა ზვიადმა მითხრა, ჩვენ ვეუბნებით რუსულ მხარეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა ეს საკითხი რეფერენდუმზე და დამოუკიდებლობა აირჩია. ამის შეცვლა მხოლოდ ისევ რეფერენდუმით არის შესაძლებელიო. მეორე საკითხი იყო სამხედრო ბაზების საკითხი, ამის შესახებაც ბატონმა ზვიადმა თქვა, ამას მე ვერ გადავწყვეტ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტიაო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან საქმის მოწესრიგების შანსი როცა ჩნდებოდა, ბატონი ზვიადი არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა.

სამაგიეროდ, რუსეთთან კომპრომისი არ უჭირდა შევარდნაძეს, იმ პერიოდში შევადნაძემ ძალზე მოხერხებულად, საქართველოში ძალაუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა იოსელიან-კიტოვანის ფაქტორი. შემდგომში ჯაბა იოსელიანიც ციხეში აღმოჩნდა. ეს მოვლენები ეროვნული სიძულვილით შეიძლება აიხსნას?

- ჯაბა და კიტოვანი თავისთავად არც ყოფილან, ისინი რუსეთის და იმავე შევარდნაძის დავალებას ასრულებდნენ. ჩემი თვალით მაქვს წაკითხული შევარდნაძის ინტერვიუ რუსულ გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტაში“, რომელიც 1992 წლის 6 თუ 7 იანვარს გამოვიდა, ამ დროს კი კორესპონდენტს ინტერვიუს ქვემოთ ეწერა, რომ ინტერვიუ აღებულია 1991 წლის 25 დეკემბერსო. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ საქართველოში ვიმყოფებოდით. ანუ აქ შევარდნაძე წინმსწრებად ამბობდა, თითქოს ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და გამოაცხადა სამეგრელო-აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. სწორედ ამის გაკეთება უნდოდათ რუსეთსა და შევარდნაძეს, მაგრამ სამეგრელო ვერ ჩამოაჭრეს საქართველოს.

სხვათა შორის, დღესაც ცდილობენ სიცრუის გავრცელებას, თითქოს ზვიადი რომ არ ჩამოსულიყო სამეგრელოში გროზნოდან, ჩვენ აფხაზეთს შევინარჩუნებდით.

- ესეც ზუსტად იმით აიხსნება, რომ 25 დეკემბერს შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთს და კორესპონდენტს უთხრა, ზვიად გამსახურდია არის დასავლეთ საქართველოში და გამოაცხადა სამეგრელო-აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკაო. ეს ნიშნავდა, რომ სამეგრელოსა და აფხაზეთის მოწყვეტა უნდოდათ, რაც გამსახურდიასთვის უნდა დაებრალებინათ.

ერთ კაცს, ანუ შევარდნაძეს საქართველოში სიტუაციის არევა არ შეეძლო, რომ არა რუსეთის ზურგი და საქართველოში დასაყრდენი. რას გვეტყვით გადატრიალების ავტორებზე? რატომ გამოაყენებინეს მათ თავი რუსეთს?

- ეს ყველაფერი რუსეთის გეგმა იყო, თვითონ შევარდნაძეც რუსეთის პროექტი იყო. სახელმწიფო გადატრიალების ავტორები ხშირად ამბობდნენ, ჩვენ ხშირად გავდივართ და გვაქვს კონტაქტი შევარდნაძესთანო.

შეეძლო ქართველ ხალხს, თავიდან აეცილებინა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, რასაც გამიზნულად თვითმკვლელობას უწოდებენ? მით უმეტეს, გვსმენია ვერსიები იმის შესახებ, რომ ზვიადი საშინლად ნაწამები იყო.

- გამოძიების დეტალებში ვერ შევალ. ჩემი თვალით რაც არ მინახავს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მთლიანად პროცესი, რაც მოხდა, ეს იყო მკვლელობა. ეს იყო, რასაკვირველია, რუსეთის მიერ დაგეგმილი, შევარდნაძისა და მისი დამქაშების მხრიდან განხორციელებული.

მართლაც მოტყუებით მოხდა გროზნოდან მისი ჩამოყვანა?

- მე რისი მომსწრეც ვარ, იმას გეტყვით. ბატონი ზვიადი თითქმის ყოველდღე მირეკავდა მოსკოვის ბინაზე, სადაც მე ვცხოვრობდი და ითხოვდა ადამიანებს, რომელთაც გროზნოდან უნდა ჩაეყვანათ საქართველოში. რომელ მოტყუებაზეა საუბარი, როდესაც ზუგდიდის სესიაზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, ჩამოვიდეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოშიო. ამ დადგენილების პროექტი თვითონ ბატონ ზვიადის ნაკარნახევი იყო.

მაგრამ ზვიად გამსახურდიამ არ იცოდა, რომ შევარდნაძე ყველაფერს აკონტროლებდა და ჯაბას გამოთქმაც გვახსოვს, ზვიადს მაინც ამოვთხრიო? ზვიადს გროზნოში რატომ არ სურდა დარჩენა და უფრო უსაფრთხო პერიოდს რატომ არ ელოდა, იგი ხომ ჯოხარ დუდაევმა ძალიან კარგად მიიღო?

- ჯოხარმა ძალიან კარგად მიიღო, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ბატონი ზვიადი იყო თავშეწირული თავის ქვეყნისთვის. ხომ გახსოვთ, როცა ჩამოვიდა, წავიდა ოჩამჩირეში სამხედრო შტაბში, იქ ყველას დაელაპარაკა და უთხრა, ახლა ერთმანეთთან ბრძოლის დრო არ არის, ერთად დავდგეთო. მაშინ იქიდან გენერლები გაიქცნენ.

რომ არ მოეკლათ, შეეძლო შეეტრიალებინა სიტუაცია თვით აფხაზეთშიც კი?

- როდესაც უკვე ბალტინი და რუსის ჯარი შემოიყვანეს, რაღა უნდა ექნა ზვიადს? ბალტინი შემოიყვანეს და წინ ქართველები მოუძღოდნენ.

ანუ იმთავითვე გაყიდული იყო აფხაზეთი?

- რასაკვირველია, ფულიც გადაუხადეს ბალტინს, ეს ჩემი მოგონილი ხომ არაა, ამბობენ კიდეც, რომ ფული შევარდნაძემ გაატანა და, თუ არ ვცდები, ეს ფული ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა მიუტანა და მარგიანმა.

ბალტინს ფული იმისთვის გადასცეს, რომ აფხაზეთი დაგვეკარგა, თუ ზვიადის გასანეიტრალებლად?

- ეგ ერთი და იგივე იყო. აფხაზეთი კი არა, სამეგრელო უნდოდათ ჩამოეჭრათ, მაგრამ მეგრელები ვერ აიყოლიეს ამაზე.

დახოცილი ზვიადისტების რაოდენობა მრავალრიცხოვანი იყო, ზოგიერთები დღემდე დაკარგულად ითვლებიან, ზოგის შესახებ არც იციან, რომ დახოცილები არიან, მაგრამ ისინი ზვიად გამსახურდიას ერთგულებას შეეწირნენ. თბილისელებს კარგად ახსოვთ .. ინტელიგენციის მიერ ზვიადის მომხრეთა მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტის ფაქტები, რომელთა შესახებაც ჯაბა იოსელიანი ამბობდა, რომ უნდა დახვრეტილიყო ყველა მიტინგი, ადგილზე დახოცილიყო ყველაპროვოკატორი“, რადგან დემოკრატია ლობიოობა არ იყო. ამის თაობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს ძალიან დიდი სიაა. მათემატიკის მასწავლებლიდან-გოგსაძიდან დაწყებული, რომელიც საგარეჯოს პოლიციაში აწამეს და მოკლეს, დამთავრებული ჩხვიმიანით, რუსის ტანკს რომ დაუდგა და ტანკით მოკლეს. სლავა მინდია, რომელიც ააფეთქეს, გოჩა ესებუა, ხობის პრეფექტი ქაჯაია, ეს ყველაფერი რუსეთის დაკვეთით მოხდა შევარდნაძის მიერ და ამაში ერივნენ სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი.

ხშირად ამბობენ, თანაგუნდელებმა გაწირეს ზვიად გამსახურდია, იხსენებენ იმასაც, რომ ბუნკერში მხოლოდ ერთეულები შერჩნენ პირველ პრეზიდენტს. ამ ადამიანის ტრაგედია ნაწილობრივ თანამოაზრეთა ღალატიც ხომ არაა, რომლებმაც იგი ზარზეიმით აღიარეს პირველ პრეზიდენტად?

- როდესაც ასეთ რამეს ამბობენ, მე ერთი რამ მინდა გითხრათ, მსოფლიოში არ არსებობს ფაქტი, რომ დევნილი ხელისუფლების 82 დეპუტატი შეკრებილიყოს გროზნოში, თანაც, არაერთხელ. გროზნოში ორი სესია ჩატარდა. გროზნოში პრობლემები ჩვენ არ გვქონდა, ჯოხარ დუდაევთან პრობლემები არ იყო, პრობლემა იყო მანამდე, სანამ გავიდოდით აქედან. რაც შეეხება ღალატს, სენტ-ეგზიუპერს „ღამის ფრენაში“ ნათქვამი აქვს, როდესაც რომელიღაც ბრძოლას წავაგებდით, მერე თვითმფრინავის ჭანჭიკს ვაბრალებდით ღალატსო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვიღაცები გვერდში არ დაუდგნენ ბატონ ზვიადს. იმაზე მეტი, რაც გააკეთეს სიგუამ და კიტოვანმა, არავის გაუკეთებია, ეს ღალატიც არის და ყველაფერიც.

სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი .. ინტელექტუალების მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად ქმედითნი იქნებოდნენ. როგორი იყო იმ ადამიანების როლი, რომლებიც საკუთარ თავს ინტელიგენციას უწოდებდნენ?

- ადამიანები როდესაც ცდილობენ პრივილეგირებულები იყვნენ ცხოვრებაში და ეს პრივილეგიები უცებ არ აქვთ, ყველაფერს აკეთებენ ამ პრივილეგიების მოსაპოვებლად. ამას ემატება ისიც, რომ მათ რაღაც დავალებებიც ჰქონდათ შესასრულებელი. სწორედ ეგ ინტელიგენცია ამბობდა, შევარდნაძესთან ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვსო და სწორედ ინტელიგენციას გადაუხადა მადლობა შევადნაძემ ჩამოსვლისას, რადგან ინტელიგენციამ ხელში იარაღი აიღო და დემოკრატია ასეთი მეთოდით დაამყარა. ღმერთმა საქართველოს კიდევ ერთხელ აჩუქა ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ზვიადი და მერაბი, მაგრამ ზოგიერთებმა ვერ დააფასეს.

 

სოციალისტი ზვიადის, მერაბის და სხვათა ბრძოლამ თავისუფლება ვერ მოგვიტანა (საქართველო არ არის სუვერენული სახელმწიფო) მაგრამ აი ეს კი მოგვიტანა ბმული
5 წლის უკან
სოციალისტი ასევე მოგვიტანა: საქართველოს ტერიტორიების მორიგი დაკარგვა, ეროვნული შუღლი, სამოქალაქო ომი და ვაკხანალია, დედა ეკლესიის რყევა ეკონომიკის სრული მოშლა, კულტურის - ლიტერატურის, თეატრის, კინოს დაცემა, მასმედიის გახრწნა .... სინდისის საშინელი დეფიციტი, უპასუხისმგებლობის აპოთეოზი, უმუშევრობა, ქართველი ხალხის მასობრივი ემიგრაცია, მტრისა და მოყვრის ცნების აღრევა, ერთმანეთის მიმართ საშინელი უპატივცემულობა... და კიდევ აი ეს ბმული
5 წლის უკან
სოციალისტი ადრე, იმ "წყეულ" საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ვალი არ გვქონდა!!! ასეთი ცნებაც კი არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. ახლა გვაქვს - 2018 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოს მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს - 15,679 მილიარდი დოლარი.
5 წლის უკან
სოციალისტი ცოტაა??! ერთ სულ მოსახლეზე - 3,7 მილიონი - $4240 დოლარია.
5 წლის უკან