დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ნიკამ მე-19 ადგილიდან მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მაიამის მასტერსის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერი მეოთხე ადგილზე გადავიდა. ათეულში ორი პოზიციით სტეფანოს ციციპასი დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადავიდა, რაც მისთვის კარეირაში საუკეთესო მაჩვენებელია.