"დღის შოუ" დაიხურა

ტელეკომპანია "იმედის" გასართობი გადაცემა "დღის შოუ" დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას შოუს ერთ-ერთი წამყვანი ნანიკო ხაზარაძე გადაცემის facebook-ის გვერდზე ავრცელებს:

"დღის შოუ დაიკეტა :) თუ მოგინდებათ კონტაქტი, მობრძანდით ამ ლინკზე, აგრეთვე იასთან :) გული მწყდება...მაგრამ ასეა... ", - წერს ნანიკო ხაზარაძე.

დღის შოუს დახურვის შესახებ იუწყება "ფეისბუქის" გვერდზე ია ფარულავაც და დასძენს, რომ "დღის შოუს" გარდა, იმედზე ყველა გასათობი გადაცემა დაიხურა, გარდა "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და "ახალი ხმისა".

"შოუ, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო, ეთერში აღარ გავა. იმედზე ყველა გასართობი გადაცემა დაიხურა, მხოლოდ "ქრონიკა", "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ახალი ქართული ხმა" დარჩა",- წერს ფარულავა.

გასართობი გადაცემა "დღის შოუ" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 12:30 საათზე 2 წლის განმავლობაში გადიოდა. გადაცემა დოდო ხურცილავას, ია ფარულავას და ნანიკო ხაზარაძეს მიჰყავდათ.