ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იმედი" გასართობ გადაცემებს ხურავს

ტელეკომპანია "იმედი" გასართობ გადაცემებს ხურავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთერში აღარ გავა გასართობი პროგრამები, მათ შორის "ღამის შოუს" მიერ მომზადებული გადაცემები - ,,შუა ქალაქში", ,,გოგონა გარეუბნიდან", ,,ღამის შოუ", ,,კაცების შოუ", ,,რომ გადახვალ გააჩერე".

ამ დროისთვის გაურკვეველია დარჩება თუ არა იმედის ეთერში "ნანუკას შოუ".

უკცე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საეთერო ბადიდან მოხსნილია და მაყურებელი ვერარ იხილავს "დღის შოუსაც", რომლის წამყვანებმაც განცხადებები Facebook საშუალებით გაკეთეს და საკუთარ მაყურებელს გადაცემის დახურვის შესახებ აუწყეს.

"დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ერთგული მაყურებელი იყო ჩვენი. მოგვენატრებით ..... წარმატებებს გისურვებთ მე, ნანიკო და დოდოშკა. თქვენ ყველას გვიყვარხართ"- წერს “დღის შოუს" წამყვანი ია ფარულავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეიმედზე გასართობის პროგრამებიდან მხოლოდ ‘'ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ახალი ქართული ხმა" დარჩება.