ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.
goal.com-ის ცნობით, სპორტსმენის სიაში მოხვდა ნეიმარი, კილიან მბაპე, (ორივე პარი სენ-ჟერმენი) სერხიო აგუერო, (მანჩესტერ სიტი) ლუის სუარესი(ბარსელონა) და ედენ აზარი(ჩელსი).
მესიმ ცალკე გამოყო საკუთარი თავი და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ.
2018 წლამდე რონალდუ და მესი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ინაწილებდნენ. მათი ჰეგემონია ხორვატმა ლუკა მორდიჩმა დაარღვია, რომელსაც FIFA-ამ The Best ტიტული მიანიჭა.
მესი „ბარსელონაში“ 2000 წლიდან თამაშობს. კატალონიელების რიგებში მან ესპანეთის ჩემპიონატი მეცხრედ მოიგო. რაც შეეხება რონალდუს, ის „იუვენტუსამდე“ მადრიდის „რეალში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს მოგებული აქვს ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატი. ხოლო 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.