მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ FOX-ი წერს.
როგორც ცნობილია, ზიდანი აპირებს ლონდონის "ჩელსის" შემტევი ედენ აზარი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა და პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე გადაიყვანოს.
მედიაში დაიწერა ისიც, რომ „ჩელსის“ ფორვარდი ედენ აზარი ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე დაითანხმა.
2019 წლის მარტში ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა.