ე.წ. ყირიმის ხიდი შეიძლება დაინგრეს - ექსპერტები

ე.წ. ყირიმის ხიდი შეიძლება დაინგრეს - ექსპერტები

ექსპერტები რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის არამდგრადობაზე საუბრობენ და მისგან გამოწვეულ სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობენ.

აღნიშნულ პრობლემებზე საუბრობს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილე იუსუფ კურკჩი.

მისი სიტყვებით, უკვე დაფიქსირებულია ხიდის საყრდენების წანაცვლება, რაც სავარაუდოდ, არამდგრადი გრუნტის ბრალიც შეიძლება იყოს.

"აზოვის ზღვა უფრო მალე იყინება, რადგან ის ნაკლებად მარილიანიადა გაყინვის დონეც ღრმაა. სწორედ ეს მოქმედებს საყრდენ კონსტრუქციებზე. თავისი "წვლილი" ამ საქმეში ქარებს და ყინულის მოძრაობასაც შეაქვს. ექსპერტები ამბობდნენ, რომ საყრდენების მშენებლობა კლდოვან გრუნტზე უნდა მომხდარიყო," - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

სხვა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ ხიდი შესაძლოა მიწისძვრამაც დაანგრიოს. ამაზე რუსი მეცნიერი იური მედოვარიც საუბრობდა, რომელიც ვარაუდობს, რომ ხიდი შეიძლება მასზე მრავალტონიანი სატვირთო მატარებლები გაივლიან.

მედოვარი იმასაც აცხადებდა, რომ ხიდი ზიანს აყენებს აზოვის ზღვის ეკოსისტემას. ნაგებობა არღვევს წყლის გადინებას აზოვიდან შავ ზღვაში, რამაც შეიძლება ზღვის ფსკერის სიღრმე შეამციროს და შესაბამისაბ ნაოსნობასაც შეუშალოს ხელი.