"ბასკონიას" ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ვარჯიშის ნება დართეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც "ბასკონიას" გვერდი იუწყება, გუნდის ექიმმა ქართველ ლიდერს ვარჯიშის უფლება მისცა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე შენგელიამ, ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მიიღო. "ბასკონია"-"რეალის" მატჩში შენგელია, მადრიდელთა არგენტინელ გამთამაშებელს ფაკუნდო კამპაცოს შეეჯახა.
მუხლის ტრავმის გამო თორნიკე შენგელიას დაახლოებით 3 თვე გაუცდა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ევროლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩებისთვის მწყობრში იქნება.