არგენტინელმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა ეროვნული ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
არგენტინის ნაკრებიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იგუაინმა ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა.
გონსალო იგუაინმა არგენტინის ნაკრების რიგებში მთლიანობაში 75 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.