„აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი, წარსულში კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მეკარე, ედვინ ვან დერ საარი, ჟურნალისტებს ტურინის „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის მომავალ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ესაუბრა.
„იუვენტუსთან“ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის. გვიხარია მეოთხედფინალში რომ ვართ. წინა ეტაპზე „რეალის“ წინააღმდეგ მაღალ დონეზე ვითამაშეთ და იმედია, იმავეს გავაკეთებთ „იუვენტუსთანაც.“
„აიაქსი“ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და “იუვენტუსის“ დამარცხება ძალუძს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც გამოცდილება ტადიჩმა და ბლინდმა შესძინეს.“ ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს Sport Mediaset.
პირველ მეოთხედფინალურ მატჩს ამსტერდამელები 10 აპრილს შინ ჩაატარებენ. საპასუხოს კი ტურინში, 16 აპრილს.