ნორვეგიული საკრუიზო გემის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი დასახელდა

ნორვეგიული საკრუიზო გემის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი დასახელდა

ნორვეგიულ საკრუიზო გემს, რომელიც სანაპიროსთან ახლოს შტორმში მოჰყვა, ძრავის გამო პრობლემები ზეთის არასაკმარისი რაოდენობის გამო შეექმნა. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნორვეგიის საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელის ლარს ალვესტადის განცხადებით, სენსორებმა ზეთის დეფიციტი აღმოაჩინეს და ავარიის თავიდან ასარიდებლად ძრავების მუშაობა შეაჩერეს. მისი განმარტებით, ზღვის ტალღებმა ავზებში სავარაუდოდ იმდენად დიდი რყევა გამოიწვია, რომ ზეთის ამოსაქაჩი ტუმბოებიდან მისი მიწოდება შეწყდა.

რამდენიმე დღის წინ უამინდობის გამო ხომალდ „ვიკინგ სკაის“ ძრავები მწყობრიდან გამოვიდა და გემმა ჩაძირვა დაიწყო. ამ დროს ხომალდზე 1300-ზე მეტი მგზავრი იყო. ხომალდიდან ევაკუაციის დროს 20 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებდა.

მოგვიანებით, 4 ძრავიდან 3 ამუშავდა, შედეგად კი გემმა პორტამდე მისვლა შეძლო.