ამერიკელები აპირებენ რუსებს მთვარეზე დაჯდომა დაასწრონ - ტრამპის დავალება NASA-ს

ამერიკელები აპირებენ რუსებს მთვარეზე დაჯდომა დაასწრონ - ტრამპის დავალება NASA-ს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე დაჯდომა უახლოეს 5 წელიწადში უნდა მოახერხონ.

მისი თქმით, ასეთი დავალება მისცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს დირექტორს, ჯიმ ბრაიდენსტაინს.

2019 წლის ივლისში სრულდება 50 წელი მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ასტრონავტებმა მსოფლიოში პირველებმა დადგეს დეამიწის თანამგზავრზე ფეხი. პენსი მიიჩნევს, რომ ამერიკელები მალე უნდა დაბრუნდნენ მთვარეზე.

პენსმა განაცხადა, რომ ადრე ეს გაფრენა 2028 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ეს თარიღი "არასაკმარისად კარგია".

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთვარეზე გაფრენას 2031 წლისთვის გეგმავს.