"შენ რომ დაგჭირდა მე ვერც გავიგე ჩემო ყველაზე კეთილო ერეკლიკო" - ქრისტინეს ემოციური პოსტი ერეკლე ბადურაშვილზე

რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული.

როგორც ეტყობა, მას ქალიშვილის, ნინი ბადურაშვილის მეგობრებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ქრისტინე იმედაძის ემოციური პოსტიც მოწმობს.

ქრისტინე ერეკლე ბადურაშვილმა მის ბოლო ფილმშიც გადაიღო, რომელიც ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში ერეკლე ბადურაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაწერა.

"მე რომ ცუდად ვიყავი დღეში ასჯერ მირეკავდი ... შენ რომ დაგჭირდა მე ვერც გავიგე ჩემო ყველაზე კეთილო ერეკლიკო .."