საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრას დღეს დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე ერთი დღით ადრე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში დუბლინში გამართული პირველი ვარჯიშის მსგავსად 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის წევრმა, ვაკო გვილიამ პრესკონფერენცია გამართეს. „ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ არასდროს მოგვიგია მათ წინააღმდეგ, შევეცდებით, რომ ეს ისტორია შევცვალოთ და მოვიგოთ“, - განაცხადა ვაისმა.