ლელა წურწუმიას ცნობილ თურქულ სერიალში გადაიღებენ - ვის როლს შეასრულებს ის „დიდებულ საუკუნეში“?

ლელა წურწუმიას ცნობილ თურქულ სერიალში გადაიღებენ - ვის როლს შეასრულებს ის „დიდებულ საუკუნეში“?

შესაძლოა ლელა წურწუმია თურქულ სერიალში ვიხილოთ. ერთ-ერთი თურქული ტელეარხი სერიალს ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებზე იღებს, რომლის დროსაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ. „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში" ქართველი მომღერალი ლევან მეორე დადიანის ქალიშვილის - რაჰიმენ პრესტუ დადიანს როლს განასახიერებს. თუმცა გადაღებების დაწყებამდე, წინ, მთავარი მოლაპარაკება უნდა შედგეს. ქალაქ ბათუმში თურქული ფროდაქშენი ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს უნდა შეხვდეს.

როგორც „პრაიმტაიმს" მამულიჩამ ექსკლუზიურად განუცხადა, შეხვედრა მაისშია ჩანიშნული. მისივე განცხადებით, თუ თურქულ მხარესთან მოლაპარაკება შედგება და ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს, ლელა ნამდვილად ითამაშებს ახალ თურქულ სერიალში. სერიალში ლელა მეგრულ სიმღერებსაც შეასრულებს.