გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახლო წარსულში ცნობილი ჯგუფი „Deep Purple” როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდება.
გაგიკვირდებათ და ჯგუფის წევრები ამ აღიარებას მხოლოდ ამჟამად ეღირსნენ.
„Deep Purple”-ს გარდა მომავალ ნომინანტთა სიაში შემდეგი მუსიკოსები და ჯგუფები მოხვდნენ: „Rush”, “Public Enemy”, “N. W. A.”, “the Paul Butterfield Blues Band”, “Chic”, “Heart”, Joan and the Blackhearts”, “Kraftwerk”, “the Marvelettes”, “the Meters and Procol Harum”, რენდი ნიუმენი, დონა სამერი, ალბერტ კინგი.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე სპეციალური ჟიური იმ ხუთ ნომინანტს შეარჩევს რომლებსაც დიდების დარბაზის წევრად მიღების პატივი ერგებათ. საინტერესოა, რომ ახალი წევრების გამოვლენაში ამერიკელი მელომანებიც მიიღებენ მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ „Deep Purple” საუკეთესოთა ხუთეულში აუცილებლად მოხვდება.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების მიღების ოფიციალური ცერემონია მომავალ წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება.