თუ მეცადინეობას ფიზიკურ აქტივობას ამჯობინებთ, შემეცნების საუკეთესო უნარი გაქვთ - კვლევის შედეგი

თუ მეცადინეობას ფიზიკურ აქტივობას ამჯობინებთ, შემეცნების საუკეთესო უნარი გაქვთ - კვლევის შედეგი

ჟურნალ Health  Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ, რომ ფიზიკური აქტივობებით დაკავდნენ, ვიდრე გამუდმებით გონებრივი სავარჯიშოები გააკეთონ, უფრო ჭკვიანები არიან და შემეცნების უკეთესი უნარით გამოირჩევიან. ისინი მარტივად იგებენ და იმახსოვრებენ ამა, თუ იმ საგანს.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 60 სტუნდეტი იყო ჩართული. სტუდენტები დაყვეს ორ ჯგუფად და მათ სხვადასხვა დავალებების შესრულება სთხოვეს.

„კვლევამ აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობებს სხვადასხვა გონებრივი სამუშაოს შესრულებას, ამოცანების ამოხსნას, ფაზლების აგებას ამჯობინებდნენ, შემეცნების გაცილებით დაბალი უნარით გამოირჩეოდნენ“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ტოდ მაკელროი.

მისივე განმარტებით, სტუდენტებს, რომლებსაც გონებრივი სამუშაოს შესრულებას ფიზიკური აქტივობა ერჩივნათ შემეცნების გაცილებით კარგი უნარი ჰქონდათ. მარტივად ითვისებდნენ და იმახსოვრებდნენ თეორიულ მასალებს.

ასე რომ, კვლევის შედეგი ეწინააღმდეგება სტერეოტიპულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჭკვიან ადამიანს 24 საათის განმავლობაში წიგნებში აქვს თავი ჩარგული. პირიქით, კვლევა აჩვენებს, რომ გამუდმებით გონებრივი სავარჯიშოები და ფიზიკური აქტივობების შესრულება შემეცნების უნარის დაქვეითებას იწვევს.

ის ადამიანები კი, რომლებსაც გამუდმებით მეცადინეობა ეზარებათ და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით დაკავებას ამჯობინებენ, შემეცნების უკეთესი უნარი უვითარდებათ და გაცილებით მარტივად შეუძლიათ ამა თუ იმ საგნის ათვისება და სწავლა.

ამავდროულად, მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადამიანის შემეცნების იდეალური უნარი ვერ იქნება მისი ინტელექტის განმსაზღვრელი. რადგანაც შესაძლოა გქონდეს შემეცნების უნარი, მაგრამ სრულებით არ იყო დაინტერესებული რაიმის შესწავლით, ხოლო იდეალურ შედეგს ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც პოულობენ ბალანსს და თანაბრად კავდებიან როგორც ფიზიკური აქტივობებით, ასევე გონებრივი სავარჯიშოებით.