კიმ კარდაშიანის ქალიშვილი Youtube-ის ვარსკვლავი ხდება!

კიმ კარდაშიანის ქალიშვილი Youtube-ის ვარსკვლავი ხდება!

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის შვილი ნორთ უესტი პატარა ასაკიდანვე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, ის პატარა ნაბიჯებით ცდილობს შოუ-ბიზნესში თავის დამკვირდრებას და თავის ასაკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მან უკვე საკმაოდ ბევრსაც მიაღწია. ნორთის ცხოვრებაში ახალი თავგადასავლი იწყება, ამჯერად მან Youtube-ის შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა.

5 წლის ნორთმა მოდის ინდუსტრია უკვე დაიპყრო, ახლა კი გადაწყვიტა მსახიობად მოსინჯოს თავი. ის თავის დიდი ხნის კუმირთან, 15 წლის ამერიკელ მოცეკვავე ჯოჯო სივასთან ერთად Youtube-ის ახალ შოუში მიიღებს მონაწილეობას. როდესაც ჯოჯომ ნორთის შესახებ შეიტყო, მან კიმს თანამშრომლობა შესთავაზა, რასაც კიმი რაღა თქმა უნდა დათანხმდა და ქალიშვილს კიდევ ერთი ოცნება აუხდინა.

მიუხედავად კიმისა და კანიეს დიდი წინააღმდეგობისა, შოუს გადაღებები მოცეკვავის სახლში ჩატარდება, რასაც ნორთის სურვილებმაც შეუწყო ხელი. როგორც ცნობილია პირველი სერია, რომელშიც კიმ კარდაშიანიც გამოჩნდება, 27 მარტს გამოვა. დიდი ალბათობით ამ შოუს დაწყებასთან ერთად, ჯოჯო კიდევ უფრო პოპულარული გახდება და მისი გამომწერების რაოდენობაც გაიზრდება. ნორთისთვის კი ეს კიდევ ერთი ერთი გამოცდილება იქნება.

სავსებით შესაძლებელია, რომ ნორთი მალე თვითონ გახდეს "ვლოგერი" და დედისა და მისი მთელი ოჯახის მსგავსად, პირადი რეალითი შოუ გადაიღოს.

შეგახსენებთ, რომ კარიერული მსგავსების გარდა, ნორთი დედას ვიზუალურადაც ემსგავსება და ამ ყველაფერს ასაკთან შეუფერებელი სამოსისა და მაკიაჟის ტარებითაც უწყობს ხელს.