ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ოსაკაში მიმდინარე სუმოს ტურნირზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკე გახდა.

ჰარუ ბაშოს დასკვნით მე-15 დღეს ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა.

ჰარუ ბაშო გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე მას 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.