ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალში პირველად გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალში პირველად გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP მასტერსის სერიის მაიამის ღია პირველობაზე მორიგ წარმატებას მიაღწია. ქართველმა ჩოგბურთელმა, მესამე წრეში, ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს ორ სეტში 7:6, 6:3 მოუგო.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 17-ე პოზიციაზე გადავიდა. რაც ქართველის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. კარიერაში პირველად ნიკოლოზი მაიამი მასტერზე 1/8 ფინალურ სტადიაზე მოხვდა. მისი მეტოქე ჰურკაჩსა და ოჟე-ალიასიმს შორის გამარჯვებული იქნება.