დაუნის სინდრომის მქონე კაცი McDonald's-ში 27-წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვეს

დაუნის სინდრომის მქონე კაცი McDonald's-ში 27-წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვეს

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა. მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის, რომლებიც კიდევ ერთხელ ახსენებენ მსოფლიოს საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებს.

ატლანტაში მდებარე მაკდონალდსმა კი, თავის თანამშრომელს ამ რიცხვთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო.

კრის კემპბელი უკვე 27 წელია სწრაფი კვების დაწესებულებაში მუშაობს. მაკდონალდსმა კი ის თავისი ერთგულებისთვის, ხანგრძლივი თანამშრომლობისა და განსაკუთრებული შესაძლებლობის გამო დააჯიდლოვა.

რამდენიმესაათიან წვეულებას არა მხოლოდ კემპბელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები, ასევე მისი კლიენტები ესწრებოდნენ. კრისი ოქროს თასითა და სერტიფიკატით დააჯილდოვეს.

იუბილესთან დაკავშირებით, მაკდონალდსმა დაუნის სინდრომის მქონე პირების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციასაც გადაურიცხა კრისის მიერ რესტორნისთვის გამომუშავებული თანხის ნაწილი.

ატლანტის დაუნის სინდრომის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა USA TODAY-ის უთხრა, რომ კრისის მუშაობის ხანგრძლივობა განსაკუთრებულია, რადგან დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობებზე შექმნილ სტერეოტიპებს ამსხვრევს.