7 რომანტიკული მელოდრამა - მათ დიდხანს ვერ დაივიწყებთ

7 რომანტიკული მელოდრამა - მათ დიდხანს ვერ დაივიწყებთ

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, რომ დამქანცველი დღის ბოლოს საღამო სასიამოვნო ფილმის ყურებაში გაატაროთ. ჩვენ 7 რომანტიკული მელოდრამა შეგირჩიეთ.

"ძვირფასო ჯონ" - სავანამ დაუვიწყარი დღეები გაატარა ჯარისკაც ჯონ ტაირიმთან, რომელიც რამდენიმე ხნით სახლში დაბრუნდა. მაგრამ ორი კვირის შემდეგ იგი იძულებული იყო, ისევ გაფრენილიყო, რათა მუშაობა გაეგრძელებინა. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მან გადაწყვიტა, მთელი თავისი ცხოვრება ჯარისთვის მიეძღვნა და დაერღვია ის პირობა, რაც სავანას მისცა, რომ დაბრუნდებოდა და მასზე დაქორწინდებოდა. გოგონა ჯონს წერილებს სწერს, მაგრამ პასუხები სულ უფრო იშვიათად ბრუნდება.

"საუკეთესო ჩემში" - ყოფილი შეყვარებულები მშობლების გამო დაშორდნენ, მაგრამ 20 წლის შემდეგ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. მათ ვერ შეძლეს დაევიწყებინათ თავიანთი პირველი სიყვარული, რომელმაც ახალგაზრდობაში მათი ცხოვრება შეცვალა. ფილმი დაგაფიქრებთ, რომ არ შეიძლება ერთადერთი შანსის ხელიდან გაშვება, თუ საყვარელ ადამიანს შეგახვედრათ იღბალმა.

"წინა ღამე ნიუ-იორკში" - ახალდაქორწინებული მაიკლი და ჯოანა ლამაზი და წარმატებული წყვილია. მანჰეტენის ცენტრში მდიდრულ ბინაში ცხოვრობენ. ისინი მხოლოდ ერთი ღამით შორდებიან ერთმანეთს. მაიკლი ლამაზ კოლეგასთან ერთად მიდის მივლინებაში, ხოლო ჯოანი თავის ძველ სიყვარულს, ალექსს ხვდება... ეს ღამე მათი ცოლქმრული ერთგულებისთვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცევა.

"მაპატიე სიყვარულისთვის" - 37 წლის სიმპათიური ალექსი მოზარდივით იქცევა. ის 17 წლის ნიკის გაიცნობს, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, ძალიან განვითარებულია. ისინი დამეგობრდებიან და მეგობრობა გადაიზრდება სიყვარულში.

"ღრმა ლურჯი ზღვა" - ლონდონი, 1950 წელი. ცნობილი და წარმატებული მოსამართლის ცოლი, შუახნის ჰესტერი იტანჯება დამანგრეველი სიყვარულისგან, რომელსაც ახალგაზრდა მფრინავის მიმართ განიცდის.

"არჩევანი" - ტრევისი და გები ერთმანეთს პატარა ქალაქში შეხვდნენ. ისინი მეზობლები არიან. მათი ურთიერთობა ცხოვრებისეული ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენით იწყება...

"ფრანგული სუიტა" - კიდევ ერთი ფილმი ჯარისკაცის სიყვარულზე. საფრანგეთი, 1940 წელი. ოკუპაციის პირველი დღეები. ლუსილი დედამთილთან ერთად სიახლეებს ელის ფრონტიდან და მეუღლისგან. მალე ქალაქში გერმანელი ჯარისკაცებიც გამოჩნდებიან. ლუსილის მიმართ ყურადღებას სიმპათიური გერმანელი ოფიცერი იჩენს. მალე ახალგაზრდებს შორის ძლიერი გრძნობა ჩნდება.