რა საფრთხეს უქმნის მეგან მარკლი საკუთარ ნაყოფს

რა საფრთხეს უქმნის მეგან მარკლი საკუთარ ნაყოფს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სასიამოვნო სიახლის მოლოდინში არიან. წყვილი ერთ თვეში პირველი შვილის მშობლები გახდებიან.

მეგანს უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცელი აქვს, თუმცა ცდილობს ორსულობის ბოლო თვეებშიც კი აქტიური იყოს და დეკრეტის მიუხედავად, სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული.

ის რამდენიმე დღის წინ, ახალ ზელანდიაში გამოჩნდა, სადაც ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

ამ დღისთვის მეგანმა, ჩვეულებისამებრ, კლასიკური სამოსი შეარჩია და არც საყვარელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უთქვამს უარი, რამაც საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ჰერცოგინიის მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩენამ, თანაც ორსულობის ბოლო თვეებში, ხალხის აზრი ორად გაყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მეგან მარკლი პატარას განვითარებას საფრთხეს უქმნის.

მაგრამ ჰერცოგინია სამეფო ეტიკეტს ამ შემთხვევაში არ ღალატობს და დაბალძირიან ფეხსაცმელზე უარს ამბობს.