ბითაძის 16 ქულა ევროლიგაში

ბითაძის 16 ქულა ევროლიგაში

ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულმა გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბითაძის “ბუდუჩნოსტი” პოდგორცაში თურქულ “ანადოლუ ეფესთან” 84:91 დამარცხდა, 19 წლის ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:50 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

გოგამ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“ბუდუჩნოსტს” 28 ტურში 6 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 28 მარტს, სტუმრად, “ბარსელონასთან” ჩაატარებს.