ახალგაზრდა მილიონერი ეძებს თანამგზავრს, რომელსაც წელიწადში 52000 დოლარს გადაუხდის

ახალგაზრდა მილიონერი ეძებს თანამგზავრს, რომელსაც წელიწადში 52000 დოლარს გადაუხდის

26 წლის მილიონერი მეთიუ ლეპრი პირად ასისტენტს ეძებს, რომლის მისიაც მასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა და მის კომერციულ და ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობა იქნება. "მსოფლიოს ყველაზე მაგარი სამსახური" - ასე მოიხსენიებს მეთიუ საკუთარ ვაკანსიას.

წინა წელს მეთიუ ლეპრმა იმოგზაურა იაპონიაში, დუბაიში, ჰავაისა და სიდნეიში, რომელიც მისი საცხოვრებელი ქალაქია. ამ ყველაფერთან ერთად კი მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა კლების მაგივრად მატულობდა.

ასისტენტი, რომელიც მეთიუზე იმუშავებს, წლიურად 52000 დოლარს მიიღებს მხოლოდ ბიზნესში დახმარებისა და მთელს მსოფლიოში მოგზაურობისთვის.

"ხელფასი კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცაღა ყველა შემთხვევაში საცხოვრებლის, მოგზაურობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანხას პირადად მე გადავიხდი."

მეთიუ ელექტრონული ვაჭრობის პროფესიონალია და მისი თვიური შემოსავალი 120000 დოლარია.

მისი გუნდის ახალი წევრი უნდა დაკავდეს მისი ბიზნესის მიმდინარე მოვლენებით იმ დროს როდესაც მეთიუ იქნება სამოგზაუროდ და ამავდროულად უნდა დაეხმაროს ახალ წამოწყებებში.

"ვეძებ ადამიანს, რომელიც შემომიერთდება ყველანაირ თავგადასავალში. მიყვარს რასაც ვაკეთებ და მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა." - განაცხადა მეთიუმ.

"ამ სამსახურის მსურველებმა კარგად უნდა იცოდნენ რას ვაკეთებ, ამისთვის კი შეუძლიათ ჩემს Youtube-ის გვერდს ეწვიონ. მე ჩავწერ სპეციალურ ვიდეოებს სადაც ჩემს ცხოვრებასა და პროფესიაზე ვისაუბრებ, რათა მაყურებლები მიხვდნენ ეს პროფესია მათთვისაა თუ არა".