დაჭრით კურდღელს, (ნანადირევი უმჯობესია) მოაყრით მარილს, პილპილს, ცალკე დაჭრით ნიორს, ცოტა ნიგოზსაც დაამატებთ, თუ გინდათ სხვა სანელებლებსაც დაამატებთ ფანტაზიის მიხედვით და ზეთს მოახამთ.
დატოვებთ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაიწყებთ კურდღლის შეწვას ზეთში (2-3 კოვზი ზეთი), ცოტა ხანში დაამატებთ იმ ნივრიან ზეთიან სოუსს და იმაში გააგრძელებთ წვას, ბოლოს კარგ თეთრ მშრალ ღვინოს ჩაასხამთ ერთ ჭიქას, მოშუშავთ კარგად, მერე ლიმონს მოაპკურებთ. გარნირად შემწვარი კარტოფილის დიდი ნაჭრებიც გამოდგება...
კურდღლის ხორცი ძალიან ხისტი, მშრალი და "ძეძვიანი" რამაა, ამიტომ მას კარგი სარბილებელით ამზადებენ ხოლმე. მდოგვი, ლიმონი, წითელი ღვინო, კონიაკი და ა.შ. უმარტივესად თუ გსურთ, მარილ-პილპილში გაგლისეთ, ზეთში ან ერბოში შეწვით და ბოლოს წითელი ღვინო დაამატეთ და ჩაშუშეთ.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წითელი ტანინიანი ღვინოები.