წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. შემთხვევა 19 მარტს, გვიან ღამით მოხდა.
მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ და ისინიც დაშავდნენ. თუ რა მოხდა შემდეგ, ამის შესახებ
ჯაბა ხინიკაძე ყვება ფეისბუქში.
,,უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ... ეს ტარიელია, წალკაში ცხოვრობს, მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა".