"ნერვებს გაუფრთხილდით" - ინგა გრიგოლია აღშფოთებულ საზოგადოებას მიმართავს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომელმაც ჟურნალისტი პრეზედენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკრიტიკა.

"ის აღშფოთებული ადამიანები, პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო, შე უზრდელო და ტუტუცოო, შე ხეპრე და გაუნათლებელოო, გაბრაზებულები რომ მთაგავენ. ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტს რომ გაუნაწყენდეს ივანიშვილი, როგორც მარგველას, მერე რას იტყვიან ნეტა? მადლობა, რომ გვიყურეთ და ნერვებს გაუფრთხილდით, მე კი საინტერესო ინტერვიუები ნუ მომიშალოს ღმერთმა"- წერს გრიგოლია.

19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტს რამდენიმე საკითხში შეეკამათა, რამაც საზოგადოებას აღაშფოთა. აღსანიშნავია რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ, პრეზიდენტის რანგში.