მილანის "ინტერი" მზადაა 26 წლის არგენტინელი შემტევი მაურო იკარდი 80 მილიონ ევროდ გაყიდოს. თავად იკარდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება უნდა.
იკარდის შეძენა "რეალს", "ტოტენჰემს", პსჟ-ს და "ჩელსის" სურსთ.
მიმდინარე სეზონში მაურომ ყველა ტურნირზე ერთად 28 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. იკარდი მილანური კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს.