წყალგარეული ღვინის მომავალი

წყალგარეული ღვინის მომავალი

სამხრეთაფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს, თუ რა გზით შეიძლებოდა მათ ღვინოში ალკოჰოლის მაღალი შემცველობის დაბალანსება და ქვეყნის მთავრობას განსახილველად შესთავაზეს კანონპროექტი, რომელიც ღვინის წყლით გაზავებას ითვალისწინებს. გლობალური დათბობის პირობებში წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება ალკოჰოლის განსაზღვრული დოზის შენარჩუნება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ღვინოში.

 

მსოფლიო ბაზარზე კი დაბალალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს სამხრეთაფრიკული ღვინის მიმდინარე გაყიდვები.

 

სამხრეთაფრიკელ მეღვინეთა წინანადადებამ ღვინის წყლით შესაძლო გაზავების შესახებ ევროკავშირის ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ასეთი ქმედება მეღვინეობისა და მევენახეობის ორგანიზაციის მიერ აკრძალულია. ღვინის წყლით გაზავების იდეის მომხრენი კი აცხადებენ, რომ ეს ბევრად მსუბუქი ჩარევაა ღვინის ტექნოლოგიაში, ვიდრე ევროპაში ნებადართული ზოგიერთი ტექნოლოგია.