მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს ჯონ ლენონს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდებოდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს ქალაქ ნიუ-იორკში, ლენონის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენის სახელწოდებაა „Gimme Some Truth: The Artwork of John Lennon” და დაახლოებით 100 ნახატი იქნება გამოფენილი. ამ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ნებისმიერ მნახველს შესაძლებლობა ექნება რომ იოკო ონოს მიერ ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ფონდისთვის სიმბოლური ორი დოლარი გაიღოს.
ჯონ ლენონი 1957 – 1960 წლებში ქალაქ ლივერპულის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. სიკვდილამდე ერთი ოცნება გააჩნდა: სურდა რომ მსოფლიოში წარმატებული მხატვარი გამხდარიყო.