მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას გადაუწყვეტია უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, მადრიდის „რეალის“ შემტევ გარეთ ბეილისთვის იბრძოლოს - გვამცნობს TEAMtalk. გამოცემის ინფორმაციით, ბავარიელები უელსელში რიბერისა და რობენის შემცვლელს ხედავენ, რომლებიც ზაფხულში დატოვებენ გუნდს.
ცოტა ხნის წინათ, „რეალმა“ დაადასტურა, რომ სეზონის დამთავრებისას ისინი ბეილის სხვა გუნდში გადასვლას ხელს არ შეუშლიან, თუმცა ტრანსფერში სოლიდურ თანხას მოითხოვენ.
ისიც ცნობილია, რომ ზაფხულში „ბაიერნში“ დიდი ცვლილებები მოხდება. კლუბი ფეხბურთელების შესაძენად 250 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.