გამოცემა „New Musical Express”-ის ინფორმაციით, მომავალ წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ახლო წარსულში ცნობილი ჯგუფი “ABBA”- ს მუზეუმი გაიხსნება.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბიორნ ულვეუსის მტკიცებით, მუზეუმში „ABBA”-ს მთელი ისტორია იქნება წარმოდგენილი. მნახველები ჯგუფის წევრების პირად ნივთებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს იხილავენ.
მუზეუმის საზეიმო გახსნა 2013 წლის აპრილში ან მაისში გაიმართება. მას ჯგუფის ოთხივე მონაწილე დაესწრება.
მუსიკოსების მტკიცებით, არაერთი ხელსაყრელი შემოთავაზების მიუხედავად „ABBA” საკონცერტო მოღვაწეობის განახლებას არ აპირებს.
“ABBA” 1970 წელს ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა, აგნეტა ფელტსკუგმა და ანი-ფრიდ ლიუნგსტადმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი 1982 წელს დაიშალა.