ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი დამარცდა. ქართველი სუმოისტის მეტოქე ოძეკი გოეიდო იყო.
მიმდინარე ბაშოზე ქართველს 6 მოგება და 4 წაგება აქვს. იმისთვის რომ ტოჩიმ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს ჯამში 8 გამარჯვება სჭირდება, ანუ დარჩენილი 5 შეხვედრიდან ლევანმა მინიმუმ 2- ში უნდა გაიმარჯვოს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ტაკაიასუ იქნება. მომდევნო მეტექესთან ქართველს 8 მოგება და 10 წაგება აქვს.
პარალალეურად გამარჯვება მეორე ქართველმაც მოიპოვა. ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ ამინიშიკი დაამარცა. თეიმურაზ ჯუღელის ამ დროისთვის ბალანსზე ექვსი გამარჯვება და ოთხი მარცხია.