"შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ“

7 მომხრე, 2 წინააღმდეგი – ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის მიერ წარდგენილი კანონპროექტს იურიდულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კობახიძის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჭერენ მხარს. იურიდიული კომიტეტის შვიდსაათიანი სხდომა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გავა თუ არა სადავო კანონპროექტი სესიაზე განსახილველად, ეს ბიუროს სდომაზე დღეს გადაწყდება.

კანონპროექტის წინააღმდეგ მწვავე პოზიცია გამოხატა ოპოზიციამ, უმრავლესობიდან ახალგასულმა დეპუტატებმა და არასამთავრობო სექტორმა, რომელთა განცხადებით, პროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და 6 დეპუტატმა შექმნეს, კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოში არსებულ „კლანს“ და წარმოდგენილი ინიციატივის მიღება ჩინჩალაძისთვის მხარდაჭერას ნიშნავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა. ვითარება მანდატურმა განმუხტა, თუმცა, ოთარ კახიძემ ინციდენტის შემდეგ სხდომა დატოვა.

ფიზიკური დაპირისპირება კანონპროექტის იმ ნაწილის განხილვას მოჰყვა, სადაც განმარტებულია, როგორ უნდა წარადგინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატები. ამ წინადადების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს ექნება მოსამართლეობის კანდიდატის დასახელების უფლება, ხოლო ნომინირებული კანდიდატი პარლამენტს არ წარედგინება, თუ ამას საბჭოს ყველა წევრი გადაწყვეტს.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს, რადგანაც მათი განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, სწორედ ამ სტატუსით უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. ასევე ამ პროექტის მიხედვით, შესაძლოა, პარლამენტმა საბოლოო ჯამში 300–მდე დასახელებული კანდიდატი მიიღოს.

დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველო“ ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საპასუხოდ ოთარ კახიძემ ტყუილში მმართველი გუნდი დაადანაშაულა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის.

როგორც ბესელიამ აღნიშნა უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით 10 კითხვა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ბესელია ამბობს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია, მას უფლებაც კი არ აქვს კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიოს.

ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა. მათიკაშვილმა მოუწოდა ბესელიას ლაკონურად გადმოეცა სათქმელი, რაზეც მას ბესელიამ უპასუხა, რომ საქმიანად საუბრობს და დროსაც ზოგავს. ბესელიამ სთხოვა ყოფილ თანაგუნდელს სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა.

„გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას, მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი წინდახედულება უნდა და თუ დროს დამაკარგინებ კიდევ მეტი დრო დაიკარგება, დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე. კომიტეტს აქვს 5 კვირა და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ, ნებისყოფა გეყოფათ, დინჯად მოიქეცით ცოტა და მომისმინეთ“, – მიმართა ეკა ბესელიამ.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და მამუკა მდინარაძეც. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში, რომელიც სააკაშვილის დროს ჰქონდა დალაგებული და დღემდე გრძელდება. რაზეც მდინარაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ არ ეგონა, თუ ყველაფერს იკადრებდა.

„არ მეგონა რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ვანო ზარდიაშვილი. ფოფხაძემ დეპუტატ ზარდიაშვილს საკუთარი წარსული გაახსენა და მიმართა, რომ ის არის ზონდერი. დაპირისირება იმდენად გამწვავდა, რომ კანონპროექტის განხილვა რამდენიმე ხანი ვერ ხერხდებოდა.

„შენ ხარ „ქართული ოცნების“ მესაფლავე“, – ასე მიმართა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს.

დაპირისპირებაში ჩაერთო ეკა ბესელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მყოფი ზონდერია. ბესელიამ კამათის დროს, ვანო ზარდიაშვილს წარსული საქმიანობა და მეუღლის თანამდებობრივი მდგომარეობაც რამდენჯერმე შეახსენა.

„პატარა ზონდერი ხარ. ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, ეგ იყო თქვენი საქმე. ზონდერი გზით მოხვედი „ქართულ ოცნებაში“, – მიმართა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რასაც ბესელია აცხადებს, ფარსია. ზარდიაშვილმა მას კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ისეთი კარგი საქმე არ გაუკეთებია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომაში ხელის შეწყობაა.

„მე პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმემ? სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. სასამართლოს ეფარება კორუფციის რისკის მქონე ადამიანები. შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ“, – მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას, რომლის განცხადებით, თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, თავადაც დატოვებს პარლამენტს.

კოლეგა დეპუტატების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილის სამიზნე არასამთავრობო სექტორი გახდა და მესამე სექტორს შავრაზმელები უწოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადინის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი.

„იმ დახურული პროცესიდან გამომდინარე, რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს, ცხადია, ჩნდება კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული იმიტომ, რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ჰყავს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები არამედ თვითონ საბჭოს აპარატშიც - სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმებს ეხება, მხარს არ უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი სასამართლოში არსებული კლანის მმართველობისა და გავლენების განმტკიცებას ემსახურება. მისი თქმით, ეს ჯგუფი ცდილობს ხელისუფლებისა და საკუთარი ინტერესები დაიცვან და ამას ხელს კიდევ უფრო უწყობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

„კლანი – ასე შევეჩვიეთ. კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია, რაღაც გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი და ხელისუფლების ინტერესების დაცვას და ამ დაცვის ერთ–ერთი მექანიზმია სწორედ ეს კანონპროექტი, რომელსაც განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ“, –აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, კანონპროექტში ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ იუსტიციის საბჭოს მმართველ კლანს რჩება უფლებამოსილება, მოსამართლეობის ის კანდიდატები წარადგინოს კონკურსზე, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართავს ჩინჩალაძის კლანი. სანამ თქვენ ამ პროცედურებს გაწერდით, გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს შემოგვთავაზებდით, სანამ ამ ყველაფერს დავარცხნიდით, ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ამ 11 ადამიანისგან შემდგარი კლანი. რატომ უკანონებთ სასამართლოს მმართველ კლანს, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ?“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 ---
ამათ ორივეს დედა არა აქვთ მოსატყნავი? წლებია იცოდნენ, რა ნაბოზვარი უზით გვერდით, ერთმაც და მეორემაც და ეხლა ამოიღეს ხმა, ამათ დედებს შეთხარა მთელმა კახეთმა...
3 თვის უკან
tngh იმის ნაცვლად, რომ საგნობრივად ილაპარაკონ მართლაც აქტუალურ თემაზე, ერთმანეთს ელისო ალექსანდროვნას და ნათელა შალვოვნას ცნობილი "დილეტანტ-პოპულისტური" ფრაზებით ამკობენ...
3 თვის უკან