„ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში უცენზურო ჟესტისთვის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი UEFA-მ შესაძლოა რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.
ირკვევა, რომ თუ მოლოდინი გამართლდა 34 წლის პორტუგალიელი „აიაქსთან“ მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს.
„ატლეტიკო“ გეგმავს სტუმრების სექტორის მისამართით გაკეთებული უცენზურო ჟესტისთვის რონალდუს UEFA-ში უჩივლოს.
უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ უკვე დასაჯა „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე. მას 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.