ევრო 2020-ის წილისყრის თარიღი ცნობილია

ევრო 2020-ის წილისყრის თარიღი ცნობილია

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 2019 წლის 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება. ინფორმაციას UEFA ავრცელებს.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ბუქარესტი მიიღებს ფინალური ტურნირის წილისყრას. ეს 2019 წლის 30 ნოემბერს მოხდება“, - განაცხადა UEFA-ს წარმომადგენელმა კრისტიან კარამბემ.

ცნობილია, რომ შესარჩევი ტურნირი 20 მონაწილეს გამოავლენს, დარჩენილი ოთხი ადგილი კი 2020 წლის მარტში, ერთა ლიგის პლეი-ოფებში გათამაშდება.

21 მარტს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და ნოემბერში სრულდება.