მერილინ მონროზე ფილმს ნეტფლიქსი გადაიღებს

მერილინ მონროზე ფილმს ნეტფლიქსი გადაიღებს

ნეტფლიქსმა რეჟისორ ენდრიუ დომინიკს ლეგენდარული მერილინ მონროს შესახებ ფილმის გადაღება დაუკვეთა.


ფილმს Blonde ერქმევა და მსახიობის წარმატებული კარიერისა, თუ ტრაგიკული ცხოვრების ყველა დეტალის შესახებ მოგვითხრობს.


როგორც ცნობილია, შესაძლოა, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ბრედ პიტი იყოს.


რეჟისორი ამბობს, Blonde იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა.


"ეს იქნება ფილმი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ბავშვობის ტრავმები ადამიანზე, იმაზე თუ რას ნიშნავს გქონდეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად იყო მარტოსული და ტრაგიკული ადამიანი. ძალიან რთულია მერილინის ცხოვრების ყველა მხარე ერთ ფილმში ჩაეტიოს, თუმცა ჩვენ ამას მაქსიმალურად შევეცდებით", - ამბობს ენდრიუ დომინიკი.


როგორც ცნობილია, რეჟისორმა მონროს როლის შესასრულებლად კუბელი მსახიობი ანა დე არმასი მიიწვია, რომელსაც მაყურებელი იცნობს ისეთი ფილმებიდან როგორებიცაა - Blade Runner 2049, War Dogs და Exposed


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობზე ფილმს იღებენ. აქამდე მისი როლი უკვე შესრულებული აქვთ ნაომი უოტსსა და ჯესიკა ჩესტეინს.