"უკეთესს, ვერასდროს ვიპოვნი" - გუფი ქეთას ვერ ივიწყებს და სიმღერაც მიუძღვნა

ქეთა თოფურიას და გუფის რომანი დასრულდა, მაგრამ ინტერესი მათ მიმართ არ წყდება.

ქეთამ საყვარელ კაცს ღალატი არ აპატია, გუფი კი დღემდე ნანობს საყვარელი ქალის დაკარგვას.

ქალის, რომელმაც მას არნახული თანადგომა აჩვენა და ისრაელშიც კი ჩააკითხა, სადაც გუფი წამალდამოკიდებულებისგან თავის გათავისუფლებაზე მკურნალობდა.

რეპერმა ქეთას სიმღერა მიუძღვნა და ინსტაგრამზე ფრაგმენტიც გამოაქვეყნა.

"ის წავიდა, მაგრამ არ გამქრალა. კედელზე, მისი ფოტო ისევ ისე კიდია, როგორც ადრე. სანამ უფრო კარგს არ შევხვდები... უკეთესს, ვერასდროს ვიპოვნი" - ამბობს ალექსეი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, You Tube-ს შოუსთვის, სტუმრად გადაცემაში “Железные судьбы”, დოლმატოვმა საკუთარი სახლის "ექსკურსიის"დროს, მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა. როცა რეპერს ჰკითხეს, თუ რატომ ჰკიდია ქეთის ფოტო ისევ კედელზე, გუფიმ უპასუხა: - "წყენას არ ვიმახსოვრებ. ქეთი ისევ ძალიან მიყვარს. პირად ურთიერთობებს, უთქვენოდ გავარჩევთ!" - ამბობს გუფი.