ჰარუ ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ჰარუ ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ჰარუ ბაშოს მესამე დღე ტოჩინოშინისთვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველი სუმოისტი ამჯერად კომუსუბი ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსზე 1 მოგება და 2 მარცხია. ხვალ ტოჩინოშინის მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდება, რომელსაც სუპერტურნირზე არცერთი გამარჯვება არ აქვს.

ქართველს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი და ამისთვის ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. გორგაძემ მინიმუმ 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.