იქნება თუ არა სანაკრებო სიაში თორნიკე ოქრიაშვილი?

იქნება თუ არა სანაკრებო სიაში თორნიკე ოქრიაშვილი?

იქნება თუ არა სანაკრებო სიაში თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნული გუნდის ორი უახლოესი მატჩისათვის? ეს კითხვა ახლა ყველას აწუხებს. თორნიკე ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელადაა. მას ტრავმა აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ეგაა, "ოქრი" უკლუბოდაა. მისთვის ახალი გუნდის მოძებნა გაჭირდა. ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, ვლადიმირ ვაისმა ოქრიაშვილი მაინც შეიყვანოს სანაკრებო სიაში. ან კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ეროვნული გუნდის შემადგენლობა გაცხადდება შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის.

როგორც შევიტყვეთ, იყო ვარიანტი, რომ ფორმის შენარჩუნების მიზნით თორნიკეს დროებით თბილისის "ლოკომოტივში" ევარჯიშა, მაგრამ ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. რაც შეეხება ოქრიაშვილის საკლუბო კარიერას, სიახლეებს სანაკრებო ამაშების შემდეგ უნდა ველოდოთ.