„ივანიშვილს სურს, მის მაგივრად ღარიბაშვილმა იმუშაოს და არა  დაიხმაროს „ნაციონალების“ მიმართ რეპრესიების გატარებაში“

„ივანიშვილს სურს, მის მაგივრად ღარიბაშვილმა იმუშაოს და არა  დაიხმაროს „ნაციონალების“ მიმართ რეპრესიების გატარებაში“

მასზე მკაცრი არავინაა „ნაციონალების“ მიმართ. ოთხი წლის შემდეგაც მისი რიტორიკა არ შეცვლილა არა მხოლოდ „ნაციონალების“, არამედ მათი წიაღიდან აღმოცენებული „ევროპული საქართველოს“ მიმართ.

„ვინ არის რეიტინგული და ავტორიტეტული? ევრონაცები? ჩვეულებრივი სატელიტები არიან სააკაშვილის. ვერ გაუგიათ, მოღალატეები არიან, თუ რაღაც თამაშში არიან უბრალოდ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რეაქციაში“ სტუმრობისას და დააკონკრეტა, რომ დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია მთელი ამ სიმახინჯისა და დანაშაულებრივი რეჟიმის სახეები არიან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილისა და შემდგომ უკვე მისი პრემიერობის დროს ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი თითქმის 6% იყო. ღარიბაშვილმა არც ის დამალა, რომ მას არასდროს სჯეროდა, რომ სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელთა გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა.

„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის წარმოუდგენელი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ, აღარაფერს ვამბობ ომზე“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და დასძენს, რომ არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლების დროს დაკარგავდნენ ტერიტორიებს, ასობით სოფელს, ადამიანები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ ხელისუფლებაში დარჩენის უფლება არ ექნებოდათ, არამედ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა.

ღარიბაშვილმა არც ის დამალა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ლოიალურად იყო განწყობილი და ფიქრობდა, შესაძლებელი იყო თვით სააკაშვილის გამოსწორებაც, მე კი თავიდანვე ვუმტკიცებდი, რომ ასე არ მოხდებოდაო.

მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულ სტილშია. ამდენად, მისი პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ იქნება რკინის ხელი არა მარტო საკუთარი პარტიის შიგნით, არამედ გარეთაც?! „ნაციონალების“ მიმართ მისი შეუვალობიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დანაპირები სამართლიანობის აღდგენის შესახებ შესრულდება და „ნაციონალებიც“, ანუ ღარიბაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს დესტრუქციული ელემენტები, დამსახურებისამებრ მიიღებენ?!

მართალია, ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანია და მისი ფუნქციები შედარებით შეზღუდულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ყოფილ შს მინისტრს და ყოფილ მე-11 პრემიერს სულ სხვა მაღალი თანამდებობისთვის ამზადებენ. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები განაჩენივით ჟღერს: „ნაცების გამოსწორება შეუძლებელია“... „რა გარანტია გვაქვს, რომ დესტრუქციული ადამიანები ხელახალ პრობლემაში არ შეიყვანენ ქვეყანას?!“

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.Ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი „ნაციონალების“ მიმართ რეპრესიების გატარება უნდოდათ, ღარიბაშვილის დაბრუნება არ იყო ამისთვის აუცილებელი. ნებისმიერი ხელმძღვანელი პირი გაატარებდა რეპრესიებს. მართალია, ღარიბაშვილს მკაცრი რიტორიკა აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ თანამდებობაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად იმიტომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მოსწონს მისი ენერგიულობა და ის, რომ დაუფიქრებლად ასრულებს ყველა დავალებას.

„ალბათ, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ურთიერთგაგება მაღალია. ივანიშვილი მასთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მას ჩააბარებს გარკვეულ საქმეებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, თუკი პარტიის ლიდერად დაბრუნდებოდა, ბევრი საქმე არ ექნებოდა. უბრალოდ, რაღაც პატარა კონტროლის საშუალებებიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ივანიშვილს ბევრი საქმე გამოუჩნდა, ალბათ, მას ბევრი ადამიანი მიმართავს და ყველაფერზე მიმართავენ გინდ მთავრობიდან, გინდ პარლამენტიდან. ამდენად, ივანიშვილს სჭირდება დამხმარე, რომელსაც ენდობა და, რომელსაც მაქსიმალურად მოქნილად გააკეთებინებს იმ საქმეს, რომელიც თავად სურს, გააკეთოს. ივანიშვილის სურვილია, მის მაგივრად ვიღაცამ იმუშაოს და, ალბათ, ამაში ხედავს ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლებლობას და არა იმაში, რომ ღარიბაშვილი დაიხმაროს რეპრესიების გატარებაში“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ამ არგუმენტის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილი დაბრუნდა არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, არამედ იგი პარტიაში პოლიტიკური მდივნის ფუნქციას შეასრულებს. ეს კი ადმინისტრაციული თანამდებობაა და მისი მოვალეობა იქნება, დაეხმაროს ბიძინა ივანიშვილს საქმის ორგანიზებაში. ღარიბაშვილი არ იქნება ის ფიგურა, რომელსაც შეეძლება მართოს მთავრობა სულ სხვა პოზიციიდან. ხოლო, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი მომავალში პრემიერი გახდება, მაშინ მომავალი გვიჩვენებს, როგორი იქნება მისი შემდგომი პოზიცია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ყველანი კოაბიტაციაზე ლაპარაკობდნენ, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანდა ირაკლი ღარიბაშვილი თავისი საჯარო განცხადებებით. ეტყობა, ახლაც ასეთ ადამიანებზეა მოთხოვნა, რადგან ღარიბაშვილი არის უკომპრომისო და ხისტი. თუმცა სოსო ცინცაძე გამორიცხავს, რომ ახლა „ნაციონალთა“ რეპრესიების დრო დგებოდეს, რადგან რეპრესიებს ყოველთვის უკუშედეგი მოჰყვება ხოლმე.

 

სოციალისტი "ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს - სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო. არ ვიცი, რამდენად სწორად მოგაწოდეთ ეს სადღაც გაგონილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ახლაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა იარაღმომარჯვებული ვდგავარ ჩემი მტრის სახლის კარის წინ, ერთიანად ვცახცახებ და დაკაკუნება ვერ გამიბედავს; ვაითუ მამამისმა ან სხვა ვინმემ გააღოს კარი, ყვირილი ასტეხოს და დამნაშავემ ფანჯრიდან გადახტომით უშველოს თავს.
მაგრამ არა! ეს არ შეიძლება მოხდეს!
დამერწმუნეთ, ძვირფასო სკეპტიკოსებო, რომ კარს მხოლოდ ანდრო გააღებს და სხვა არავინ!
და როგორც კი გააღებს, - გადაწყვეტილი მაქვს პირველი ტყვია მუცელში ვხეთქო, როცა იგი დაეცემა, ტკივილებისაგან მთლად დაკრუნჩხულს მკერდზე ფეხი დავადგა, დავჭირო და აუღელვებლად, მშვიდი ღიმილით დავცხრილო!
ო, რა წკვარამი ღამეა!
მე მგონი, მკითხველი ვერ დაინახავს ამ სამართლიანი განჩინების აღსრულებას!..
მაშ... გავაჩირაღდნოთ ეშაფოტი!
ა ქ ე თ მ ა შ ხ ა ლ ე ბ ი... კ ვ ა ზ ი მ ო დ ო!" მერაბ აბაშიძე. გაანათლოს მისი სული ღმერთმა...
2 თვის უკან