როგორც მოსალოდნელი იყო, "რომამ" ეუსებიო დი ფრანჩესკოს კარისკენ მიუთითა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში "ჯალოროსის" სათავეში ჩაუდგება კლაუდიო რანიერი, რომელიც ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
67 წლის რანიერი, ვინც 2016 წელს "ლესტერს" პრემიერლიგა მოაგებინა, "რომაში" 2009 წლის სექტემბრიდან 2011 წლის თებერვლამდე მუშაობდა. მისი ბოლო სამსახური კი "ფულჰემი" იყო, საიდანაც სულ ახლახან, 28 თებერვალს გაათავისუფლეს.
რაც შეეხება დი ფრანჩესკოს მან "რომას" 87 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 46 მოიგო, 18 ფრედ ითამაშა და 23 წააგო.