Telemadrid-ი სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს: დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრებაზე გუნდის მწვრთნელის სანტიაგო სოლარის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ "სამეფო კლუბი" ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებს. არგენტინელი გუნდს უახლოეს მატჩში, 10 მარტს ლა ლიგას 27-ე ტურში "ვალიადოლიდთან" არ უხელმძღვანელებს.
ბლანკოსის ჩაბარება ჟოზე მოურინიოს შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს და როგორც იუწყებიან, პორტუგალიელი მოითხოვს, რომ კონტრაქტი არა ამ სეზონის ბოლომდე გაუფორმონ, არამედ ხანგრძლივ ვადიანი იყოს.
As-ი, "მარკა", კატალონიური "სპორტი" და "მუნდო დეპორტივო" კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და სოლარის სამუშაოდან ორშაბათს დაითხოვენ.
აგრეთვე განიხილებოდა ზინედინ ზიდანის და იურგენ კლოპის კანდიდატურები, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.