ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრსა და “კულტურის პალატის” ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად, დავით ოქიტაშვილისთვის ფართის უფასოდ გადაცემა ჩაინიშნა. ოპოზიციაც სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიამ „კულტურის პალატისთვის“ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა გააპროტესტა, აღნიშნულს სამარცხვინო უწოდა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. შუშანიას განცხადებამ დავით ოქიტაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ოქიტაშვილი, რომ თქვენი აქტივისტი არ იყოს, ამ ფართს არ მისცემდით,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ” წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა.
“სამარცხვინო ხარ, ოპოზიცია არ ხარ შენ,”– მიმართა ოქიტაშვილმა საკრებულოს წევრს. მისი განმარტებით, მას ეს ფართი კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება.
ოქიტაშვილმა შუშანიას “გარეწარი” უწოდა და განაცხადა, სირცხვილი ის არის, „გიგა შუშანია რომ ზის საკრებულოში“.
ხვალ, ” ქუთაისი არენაზე” იმ ადგილზე, რომელიც, შესაძლოა, “კულტურის პალატას” გადაეცეს, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია ჩანიშნული.