საკმაოდ საინტერესო ამბები ხდება ამ ბროკოლიჭამიების თავს. “საინტერესო დროში გეცხოვროსო” არის ასეთი ჩინური წყევლა. ბროკოლიჭამიებს მგონი სწორედაც რომ “საინტერესო დრო” წამოეწიათ 1. “წერილი” რომელიც არ არსებობს. 2. ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და აღნიშნული თემების შესახებ ვრცელ მოსაზრებას გვიზიარებს.
- “წერილის” ამბავი ფაქტობრივად გარკვეულია და როგორც მოჭადრაკეები იტყვიან – დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა (მგონი ნოდარ დუმბაძის ფრაზაა). ხაზარაძეს არ ჰყავს დასაყრდენი ძალა. ხალხი, ვისაც საზოგადოება ენბოდა, ვისაც ნებისმიერი გამოწვევის დროს, გვერდით დაუდგება.
1788 წელს მეფე ლუი XVI-ის (1774–1793) ფინანსების გენერალურმა კონტროლიორმა ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რითაც პირველად აბსოლუტიზმის ისტორიაში საჯარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამასთან ერთად გამოაშკარავდა, რომ სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზე იდგა.
ნეკერი გადააყენეს და ამის გამო (კიდევ სხვა მიზეზებიც იყო, როგორც “პოტიომკინზე” ბორშში ნაპოვნი მატლი), 1789 წლის 14 ივლისს, გამო, ხალხი აჯანყდა. არც ხაზარაძე არ არის ნეკერი და არც ბროკოლიჭამიები, გვარამიას მეთაურობით არ არიან ლეიტენანტი შმიდტი და “პოტიომკინის” მატროსები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ TBC ბანკის მომავალი, ზუსტად იმ სტანდარტებით გადაწყდება, რასაც ნორმალური, ცივილიზებული საფინანსო ურთიერთობები ითვალისწინებს.
- ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიულ სტრუქტურებში ერთ–ერთი უმაღლესი თანამდებობის დაკავებამ, ძალიან ბევრი “ი”–ს თავზე, საკმაოდ მსუყე წერტილი დასვა. ეს ფაქტი ფაქტობრივად ძალიან ჰგავს ლენინგრადის ბლოკადის დროს საბჭოთა გენშტაბში განვითარებული მოვლენების შესახებ გავრცელებულ ლეგენდას: სტალინმა გენშტაბს დაუსვა შეკითხვა – რას იტყვით ჟდანოვის ნაცვლად ჟუკოვის დანიშვნაზე. გენშტაბს ერთადერთი შეკითხვა ჰქონდა – როგორ მოხდებოდა ლენინგრადიდან ჟდანოვის გამოყვანა და ჟუკოვის ჩასვლა. როგორც კი შეკითხვა დასრულდა, კაბინეტში ჟდანოვი შემოვიდა და სატელეფონო ხაზზე ჟუკოვი ჩაერთო.
ვიმეორებ – სავარაუდოდ ეს ლეგენდაა, მაგრამ ოცნებაში დღეს არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ პერეტრუბაციებს, რაც პარტიის პოლიტსაბჭოში მოხდა.
ამ ცვლილებით ხაზი გაესვა “აგრესიული ლებერალიზმის” ზეობის დასასრულის დასაწყისს და ამის ერთ–ერთი დამადასტურებელი იყო პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედა ამ ფორმით დაბრუნების მიმართ, ღია მხარდაჭერის გამოხატვა.
დანარჩენი სტატიაში”, – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.