ჩუღურეთის რაიონში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე 3000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ბორდიურები მოეწყობა და ძველ დაზიანებულ ასფალტს ახალი ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. პროექტზე ჩუღურეთის გამგეობიდან 160 000 ლარია გამოყოფილი.