საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას, რომელმაც პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ხელისუფლების, პარტიის გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარებაში.
„მას აქვს რესურსი, წვლილი შეიტანოს პარტიის გაძლიერებაში. ჯერ კიდევ შარშან, პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი პარტიის გასაძლიერებლად. ბუნებრივია, ამ კუთხით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი მის შესაცვლელად ხომ არ დაბრუნდა, კობახიძე პასუხობს: – „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, პარლამენტში რამე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. არის ოთხი ვაკანსია და ეს ოთხი ვაკანსია შეივსება“ – განაცხადა კობახიძემ.