"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "პორტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ (1:3) მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა.
"ერთი წლის წინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში VAR-ის შემოღებას ვითხოვდით, იმიტომ, რომ "ლივერპულთან" ნახევარფინალში მოგვატყუეს. დღეს კი, ახლა უკვე VAR-ის პირობებში, ისევ გაგვძარცვეს.
პატრიკ შიკი საჯარიმოში წააქციეს, ეს VAR-ზეც გამოჩნდა - და არანაირი რეაქცია. ამ ყველაფერმა უკვე დამღალა. მე ვნებდები", - განაცხადა პალოტამ.